თბილისის ისტორიის მუზეუმი შვეიცარიელი ხელოვანის, დანიელ შპერის ფოტოგამოფენას „1993“ უმასპინძლებს.

დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს – IAAB ფარგლებში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც დღეს იხსნება, წარმოდგენილი იქნება ხელოვანის საქართველოში ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები, რომლებიც 1990-ანი წლების საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ და კულტურულ რეალობას ასახავს. გამოფენის სტუმარი დანიელ შპერის ვიდეონამუშევარსაც გაეცნობა.

1994-2006 წლებში დანიელ შპერი ბაზელში კომა-ფოტოგრაფის სტუდიური გაერთიანების წევრი იყო. მან 2006 წელს ქალაქ ბაზელში საკუთარი ფოტოსტუდია დააარსა ხელოვნების დოკუმენტირებისა და რეპროდუქციის მიმართულებით.

Please follow and like us: