იქნება ეს დედაქალაქი თუ ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონი, ყველა სივრცეში არსებობს პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით აღიზიანებს. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ამ პრობლემების გარკვეული ნაწილის მოგვარება თვითონ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თუმცა, არსებობს ხარვეზები, რომლებიც უშუალოს სახელმწიფოს ჩარევითა და მისი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს.

ხდება ისეც, რომ ერთ პრობლემას მეორე ცვლის, იცვლება ადამიანების აზროვნებაც და მცირდება ან იზრდება თვითშეგნების ხარისხიც. „თბილისი თაიმსმა“ შეკითხვა – რა გაღიზიანებთ თბილისში ყველაზე მეტად, რამდენიმე ადამიანს დაუსვა. რატომ არის ამ ადამიანების აზრი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ როგორც თბილისს, ისე – რეგიონებს. რამდენად ემთხვევა მათი აზრები ერთმანეთს, ამას გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე გავიგებთ.

7 რამ, რაც საქართველოს დედაქალაქში ყველაზე მეტად გაღიზიანებთ:

        *

  • საცობები;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა;
  • კორპუსების ხშირი მშენებლობა;
  • განსხვავებული დამოკიდებულება რეგიონის მოსახლეობის მიმართ;
  • ტროტუარებზე მანქანების მოძრაობა;
  • არასრულფასოვანი მომსახურება სხვადასხვა დაწესებულებაში;
  • „მილენიუმის“ შენობა „რუსთაველის გამზირზე”.

 *

  • გზებზე საცობები;
  • სალაროებთან რიგები;
  • 6 საათის მეტრო (გადატვირთული);
  • გვერდითა ბინებში გაუთავებელი რემონტები (ინსტრუმენტებისა და ნგრევის ხმა);
  • ხალხის ”ხელოვნური თბილისლობა” და ”მოჩვენებითი გამოსულობა”;
  • „მოუწესრიგებელი ადამიანები სატრანსპორტო საშუალებებში“;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები.

*

  • შენობებით გადატვირთული უბნები;
  • არასწორად შერჩეული დიზაინი შენობებს;
  • საცობები უკვე დღის, თითქმის, ნებისმიერ მონაკვეთშია;
  • სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ არის ადამიანების მოთხოვნის ადეკვატური;
  • თბილისელებისა და უცხოელების რაოდენობა, თითქმის, თანაბარია; ეს ცალსახად პრობლემაა;
  • პროდუქტების ფასები, ხელფასების ფონზე, ძალიან მაღალია;
  • ჯერ კიდევ არ აქვთ ადამიანებს იმის თვითშეგნება, რომ იმ მწვანე სივრცეებს მაინც გაუფრთხილდეს, რაც თბილისს ცოტა მაინც აქვს.

        *

  • „ღამის ცხოვრება“;
  • ზოგადად, თბილისელი ადამიანების დიდი ნაწილის დამოკიდებულება რეგიონების წარმომადგენლების მიმართ;
  • სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი გაუმართავია;
  • ქუჩებში ადამიანებისა და ტრანსპორტის ქაოსური მოძრაობაა;
  • ბევრი ახალი შენობა არ შეესაბამება თბილისის იერ-სახეს;
  • არც თუ ისე იშვიათად, შრომის არასწორი პირობები;
  • დაბინძურებული ჰაერი.

*

  • ჯანდაცვის არალოგიკური სისტემა;
  • შეიძლება ითქვას, თბილისში მწვანე სივრცეები, თითქმის, არ არსებობს;
  • თვითშეგნება, რომ საკუთარი ქვეყნის ქუჩები არ უნდა დააბინძურო;
  • დაბინძურებული ჰაერი;
  • ადამიანების „თბილისური“ თვითშეგნება;
  • პროდუქტზე მაღალი ფასები;
  • საცობები ყველგან და ყოველთვის.

        *

  • საცობები;
  • რიგები აბსოლუტურად ყველგან;
  • ქუჩებში მტვერი;
  • ხალხის უკულტურობა;
  • სამარშრუტო ტაქსები და მათში სიცხე;
  • მძღოლები;
  • მოუწესრიგებელი ტრანსპორტი.

შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხა სეზონზე ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ, თუმცა, ქუჩებში საცობებსა და ადამიანების თვითშეგნებას ამინდი ნამდვილად არ განსაზღვრავს. გამოკითხულთა პასუხების ძირითადი ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა. მათი გამოსწორება კი აუცილებლად არის კომფორტისა და კეთილდღეობის გარანტი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: