1 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
1 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
1 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

18-19 მაისს, გოლფში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი 18 მაისს, 11:00 საათზე გაიხსნება. ჩემპიონატს, რომელსაც ‘Tbilisi Hills Golf Club’ (სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორია) უმასპინძლებს, 30-ზე მეტი მოყვარული მამაკაცი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები: მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

უწყების ინფორმაციით, დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია „თბილისი ჰილს“.

Please follow and like us: