ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს სასამართლო პროცესს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც ესწრება.
როგორც პროცესის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, საქმის გარშემო განაჩენის შემდეგ ისაუბრებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვნის, გ.ბ.-ს ადვოკატი წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რომელიც გასულ სხდომაზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.