თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში და თუ იტყვიან, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება,- ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში საარჩევნო შტაბში განაცხადა.

რულოვსის თქმით, ის არჩევნების შდეგებს არ აღიარებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მითუმეტეს, მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია. ისინი ზეიმობენ იმას, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, ჯიბეების გასქელებას. ეს არის ქვეყნის ნგრევა, ანტისახელმწიფოებრივი ქცევა და აღმოვჩნდებით რუსეთის ან რომელიმე ოლიგარქის ხელში. ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ველოდებით ოფიციალურ შედეგებს. თუ მეორე ტური გამოცხადდება მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა მეორე ტურში და თუ იტყვიან, რომ ვითომ გეგა შენგელიამ მოიგო ეს არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება“,- განაცხადა რულოვსმა.

Please follow and like us: