2 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
2 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
2 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
2 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
2 დღის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთდროულად უნდა მუშაობდეს კორუფციის დაძლევისთვის, – ამის შესახებ სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სავალუტო ფონდის დირექტორმა კორუფციაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს შესანიშნავი შედეგები აქვს კორუფციის დამარცხების კუთხით. ამასთან, ლაგარდის თქმით, სავალუტო ფონდში არსებული ფისკალურ საქმეთა კომიტეტი ეხმარება საქართველოში შემოსავლების სამსახურს იმისათვის, რომ 25%-მდე გაიზარდოს საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, რომელიც დიდი მონაპოვარია და ეფუძნება ანტიკორუფციულ საქმიანობას და პროგრამებს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შესანიშნავი შედეგები აქვს კორუფციის დამარცხების კუთხით. განსაკუთრებით, მექრთამეობის დამარცხების კუთხით. ჩვენს საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებობს ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც ეხმარება საქართველოში შემოსავლების სამსახურს იმისათვის, რომ 25%-მდე გაიზარდოს საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი. ეს არის ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ეფუძნება ანტიკორუფციულ საქმიანობას და პროგრამებს. ეს გამოწვევა ყველა ქვეყანაში არსებობს და მასთან მუხლჩაუხრელი ბროძა აუცილებელია. ანტიკორუფციული პროგრამის განსახორციელებლად ყველა მოწვევის მთავრობა უნდა იბრძვოდეს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ერთდროულად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით. კორუფციის დაძლევა არის მნიშვნელოვანი. იურისტი ვარ განათლებით და ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემა საერთო არქიტექტურისთვის, სამართლიანი და სწორი მმართველობისთვის,“ – განაცხადა კრისტინ ლაგარდიმ.

Please follow and like us: