5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
8 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

მონატრება …

შიში …

ლოდინი…

მერე ისევ მონატრება …

სიზმრები..

ძახილი შორიდან და უმწეობით დაღლილი არსებობა, რომელსაც ლოდინი სასჯელად ექცა უკვე წლებია.

მონატრება და ისევ ყველაფერი თავიდან იწყება.

1999 წლიდან საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და უკვე წლებია ათასობით ქართველი ჯარისკაცი საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს მშვიდობას მსოფლიოში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კოსოვოში მისია, 2008 წელს, უდანაკარგოდ, ოცეულის 17 და ასეულის 11 როტაციით დაასრულა.

2003-2008 წლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალები, ერაყში „მრავალეროვნულ ძალებს“ (Multi-National Force – Iraq) შეუერთდა.  ერაყში განხორციელებულ საერთაშორისო მისიაში, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 19 როტაციის ფარგლებში, 8.495 ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართული ქვედანაყოფები სამშობლოში დაბრუნდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისია ერაყში დასრულდა.  ერაყში მისიის შესრულებისას, 3 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო 19 დაიჭრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე “ნატოს “საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force – ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 84 როტაციის ფარგლებში, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა 17 ათასამდე ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის მისიაში მონაწილე კონტინგენტების მიხედვით, საქართველო მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის მეოთხე და “ნატოს” არაწევრ ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორია. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში საქართველო 2014 წლის ივნისიდან ჩაერთო.

საქართველოს შეიარაღებული ძალები მალიში მიმდინარე მისიაში 2016 წლის იანვრიდან მეკავშირე ოფიცრის პოზიციაზეა წარმოდგენილი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია მალის რესპუბლიკის მასშტაბით ევროკავშირის სხვა მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია. 2017 წლის ნოემბერში, EUTM Mali-ში მე-5 როტაცია განხორციელდა. მეკავშირე ოფიცერი მალიში მიმდინარე მისიაში მის დასრულებამდე იქნება ჩართული.

ეს ფაქტობრივი ინფორმაციაა, რიცხვები და სტატისტიკა, რომლის მიღმაც უამრავი ისტორია და ამბავი იმალება. აზრთა სხვადასხვაობა ქართული მხარის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე  ისევ იკვეთება, ჯარისკაცის ოჯახის წევრები კი მოლოდინის რეჟიმში ელიან სიახლეებს კონფლიქტის ზონებიდან და საკუთარ, შვილებს, ქმრებს, ძმებს და მამებს სულმოუთმენლად მოელიან.

რიცხვების, ახსნა-განმარტებების და დაპირებების მიღმა სწორედაც რომ ბევრი ამბავი და კიდევ უფრო მეტი ვერგამოთქმული წუხილია. „თბილისი თაიმსი” მისიაში მყოფი ჯარისკაცის მეუღლეს ესაუბრა. გთავაზობთ ჯარისკაცის მეუღლის ნაამბობს. როგორი იყო მისი ემოციები, მოლოდინი და განცდები მეუღლის მისიიდან დაბრუნების შემდეგ.

ლანა 34 წლის

„ჩემი მეუღლე 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამდენი ხნით კონფლიქტურ რეგიონში გამგზავრება, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს სჭირდება აუცილებელია სამხედრო მოსამსახურემ პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. მართალია მიმძიმდა მის გარეშე, თან ვაცნობიერებდი ყველა საფრთხეს და მეძნელებოდა მისი გაშვება, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ უარს არ იტყოდა თავის პასუხისმგებლობაზე და მეც მხარდაჭერით დავუდექი გვერდით მის ამ სახიფათო წამოწყებას.

ამ დროს ძირითადი საკონტაქტო საშუალება ინტერნეტია და ძნელია ლოდინი თუ როდის დაგირეკავს,  შეგეხმიანება,ის იქ ერთია და აინტერესებს ოჯახი როგორ არის მის გარეშე და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ამბები. ამას მეკითხებოდა ყოველ დარეკვაზე, ეს აინტერესებდა ყველაზე მეტად.

რა შეიძლება გააკეთო, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი საფრთხეშია და ყოველ დღე იბრძვის მშვიდობისთვის? როდესაც ის კილომეტრებით შორსაა და კონფლიქტის ზონის ეპიცენტრში იარაღით ხელში დგას სხვათა უსაფრთხოების სადარაჯოზე? ყველაფერი უფლის ნებაა და ლოცვის გარდა არაფერი დაგვრჩენია. ესაა სწორედ ერთადერთი ხსნა და გზა, სხვა მხრივ უმწეოები ვართ.

ემოციურად არის ყველაზე რთული თუნდაც გათენება და იმის გაგება რომ მშვიდობით არის და საღამოს მთელი დღის განმავლობაში რა პირობებში იყო და რას განიცდიდა ეს რომ გაიგო ნამდვილად რთულია და დასაფასებელია თითოეული ჯარისკაცი, რომელიც ქვეყანას ასახელებს და დაიცავს.

ლოდინის რთული პერიოდი და შეხვედრის წუთები ალბათ დაუვიწყარია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველ რიგშო  მშვიდობიანად დაბრუნება მივულოცე თავის ქვეყანაში და ოჯახში. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მოულოდნელად დარეკა მისიიდან დაბრუნებულმა, როდესაც მისი ხმა გავიგონე ძალიან ემოციური იყო. არც ეს შეხვედრა დამავიწყდება ამდენხნიანი განშორების შემდეგ, რამაც უდიდესი ემოცია და ბედნიერება მომანიჭა. შიში, ლოდინი და მონატრება დასრულდა, ის ახლა ჯანმრთელი და უვნებელი შინ იყო, თავის სახლში, თავის სამშობლოში.”

ავტორი: ანა ურუშაძე

 

Please follow and like us: