„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია.

თუკი 2018 წლის მარტში პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 41 %-ი აფასებდა, წელს პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 48%-ი აფასებს. 13%-დან 15%-მდეა გაზრდილი ასევე იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ პოლიცია ცუდად მუშაობს.

შემცირებულია მაჩვენებელი იმ ადამიანების, რომლებიც პოლიციის საქმიანობას საშუალოდ მიიჩნევენ. თუკი წლების განმავლობაში პოლიციიის საქმიანობას საშუალოდ 43%-ი აფასებდა, ახლა მათი რიცხვი 34% შემცირდა. ამავე სქემის მიხედვით, NDI-ის გამოკითხულები ყველაზე მეტად პოლიციის საქმიანობას დადებითად 2013 წლის ნოემბერში აფასებდნენ, ხოლო ყველაზე უარყოფითად 2016 წლის მარტში.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და CRRC-საქართველომ მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა.

საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

Please follow and like us: