ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, მათგან 22% მიიჩნევს, რომ ეკლესიას დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს, 24% კი მცირე გავლენის მომხრეა.
გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამ პროცესებზე საერთოდ არ უნდა ჰქონდეს გავლენა. 14 %-მა არ იცის, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თუ არა გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.