ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს მე-10 დღეს მე-9 გამარჯვება იზეიმა.
ტოჩის მეტოქე იაპონელი კომოსუბი მიტაკეუმი იყო, რომელსაც უპრობლემოდ მოუგო.
ლევანი ოძეკის ტიტულის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ 1 გამარჯვება სჭირდება. ამასთანავე ტოჩინოშინი ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და კაკურიუს გამოსვლამდე ტურნირის სათავეშია.
ხვალ ქართველი გოლიათი აბის დაუპირისპირდება.
Please follow and like us: