„სამეფო კარის თამაშების“ დასრულებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში სამინისტრომ სერიალის ფინალს პოსტი მიუძღვნა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება დიდხნიანი სამოქალაქო ომის დასრულებას. ბრანდონ სტარკის არჩევას პოზიტიურ ნაბიჯად ვაფასებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამეფოში სტაბილურობას და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სერიალი „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი 19 მაისს დასრულდა.