5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

ბევრ ადამიანს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ მიხვდნენ, რის კეთება სურს თავისი ცხოვრების მანძილზე. უფრო მეტიც, მათი გარკვეული ნაწილი იმ სფეროში აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც სულაც არ ანიჭებს სიამოვნებას. მარიამ თოფურია ძალიან მცირე ასაკის იყო, როდესაც უკვე ზუსტად იცოდა, რა უნდა ეკეთებინა უახლოეს მომავალში. მარიამი საკუთარი პროფესიის შესახებ “თბილისი თაიმსს” თავად უყვება.

მარიამ თოფურია 27 წლისაა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მეხუთე კურსზე იყო, ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში რომ წავიდა. რეზიდენტურა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით საქართველოში გაიარა, პარალელურ რეჟიმში, საზღვრებს გარეთ საუკეთესო ესთეტიკურ კლინიკებში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად დადიოდა.

რამდენი წლის იყავი, როცა პლასტიკური ქირურგიით დაინტერესდი და რა მოცემულობამ განაპირობა ეს
7 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორთან მჯდარი რომ პლასტიკური ოპერაციის ტრანსლირებას ვუყურებდი და ნანახით დავინტერესდი. ამ დარგის შესახებ მაშინ არაფერი ვიცოდი. ჩემმა მშობლებმა, რომლებიც ექიმები არიან, ჩემს შეკითხვებს უპასუხეს და სწორედ მაშინ გავათვითცნობიერე, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ჩემს ყველა ინტერესს აერთიანებდა. ტექნიკური საგნები მიტაცებდა და მქომაგობდნენ, რომ სხვა, შედარებით მსუბუქი პროფესია ამერჩია, თუმცა ერთხელ გაჩენილი სურვილი არასდროს გამნელებია და, ცხადია, პლასტიკური ქირურგია ავირჩიე.

სხვა რომელიმე პროფესიაზე, ან მედიცინის სხვა მიმართულებაზე თუ გიფიქრიათ?

მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, სადღაც ყური მოვკარი, რომ ნეიროქირურგია იყო ყველაზე რთული პროფესია ქირურგიულ მიმართულებებს შორის, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები უმკლავდებოდნენ, მე კი, როგორც მეამბოხე ბავშვი, ამ სტერეოტიპის დამსხვრევა დავისახე მიზნად და “მეგობრობის დღიურებში” საოცნებო პროპესიად სწორედ მას ვუთუთდებდი.

სიმართლე გითხრათ პროფესიად სხვა მიმართულების არჩევა არასოდეს მიფიქრია, თუმცა ბევრი რამ მიტაცებს და არ გამოვრიცხავ, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ჩემი ჰობი საქმედ ვაქციო.

რა იყო შენთვის პროფესიული გამოცდილების პირველი ნაბიჯები?

პირველი იყო ესპანეთი, ჩვეული რეალობიდან ამერიკული სტანდარტებით შექმნილ ჰოსპიტალში რომ აღმოვჩნდი. პირველი პრაქტიკა ჩემი პროფესიის მიმართულებით სწორედ იქ შედგა.

ყოველთვის მინდოდა, საყვარელი საქმე საქართველოში მეკეთებინა. მთავარ ლოკაციადაც სწორედ ჩემი ქვეყანა ავირჩიე.

რას მიიჩნევ თქვენს ყველაზე დიდ პროფესიულ წარმატებად?

წარმატებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ამ ეტაპის წარმატებად კი იმ წერილებს მივიჩნევ, სრულიად უცნობი სტუდენტები რომ მიგზავნიან. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორია დამწყები ექიმებისთვის სტიმულისმიმცემი აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყოველივე მათგანს, მათი სიტყვები ყველაზე დიდ ძალას მაძლევს, ვიარო საყვარელი მიზნისკენ მიმავალ რთულ გზაზე.

საქართველოში რა ეტაპზეა პლასტიკური ქირურგია?

მიხარია, რომ საქართველოს ბევრი საერთაშორისო დონის სპეციალისტი ჰყავს ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიხილავთ ჩვენს ქვეყანას მოწინავე რიგებში.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: