5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

ევროკავშირი – DCFTA ქვეყნების არაოფიციალური მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჩირილ გაბურიჩს შეხვდა და მასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოლდოვას, საქართველოს მსგავსად, 5 წელია, რაც ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ორივე ქვეყნის ნორმატიული და მარეგულირებელი ბაზის დაახლოება ევროკავშირის ბაზასთან.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ, მათ შორის, DCFTA ფორმატებში.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ისაუბრეს, შეეხებოდა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. მოლდოველმა კოლეგამ ნათია თურნავასთან საქართველოში ტურიზმის განვითარების გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევა მოლდოვისთვის სამაგალითოა“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: