კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. ამის შესახებ ინფორმაიცას „ინტეპრესნიუსი“  ავრცელებს. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის დედა დააკავა, რომელიც არასრულწლოვანია. მეზობლების ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, დედამ შვილი გაგუდა.

„მამამ გარდაცვლილი ბავშვი 21 მაისს, დილით, 05:00 საათზე, საბავშვო ეტლში იპოვა, მისი 16 წლის ცოლი კი სახლიდან იყო გაქცეული. როგორც ირკვევა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და ისე მიიმალა. ბავშვის დედა პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ, თბილისში იპოვა“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის დედა დაკავებულია და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Please follow and like us: