უკვე რამდენიმე წელია,  ხელნაკეთი აქსესუარების ქართული ბრენდი m.j accessorize მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლითა და განსხვავებული კოლექციით ანებივრებს. ბრენდი დებმა, იურისტმა ანა ჯიბუტმა და ინტერიერის დიზაინერმა მარიამ ჯიბუტმა შექმნეს და სულ მალე საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. “თბილისი თაიმსს” ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ჯიბუტი ესაუბრა. 

მომიყევით თქვენ შესახებ…

მოგესალმებით, მე და ჩემი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვართ, თუმცა ხელნაკეთი ნამუშევრებს რამდენიმე წელია ერთად ვქნმით. ეს ის საქმეა, რომელიც ორივეს გვაერთიანებს და ძალიან გვიყვარს.   სამსახურისგან დამოუკიდებლად, თავისუფალ დროს  ვქმნით ხელნაკეთ აქსესუარებს უკვე 6 წელია.  თავიდან ეს საქმიანობა დაიწყო ჩემმა დამ, ყველაფერი მისი შექმნილია, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ამდენი ადამიანი გვიცნობს და ამდენი ატარებს @m.j accessorize-ს, იქიდან გამომდინარე რომ ეს საქმიანობა ძალიან ახლოს არის სილამაზესთან და გემოვნებასთან გადავწყვიტეთ ასევე გაგვეკეთებინა ჩვენი კომპანია, რომელიც აფორმებს ქორწილებს, დღეისათვის უკვე  ძალიან ბევრ პატარძალს გავულამაზეთ ეს ბედნიერი დღე.

როდის შექმენით ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი?

ბრენდი შევქმენით დაახლოებით 6 წლის წინ, გავაკეთეთ ონლაინ გვერდი, რომლის საშუალებითაც ვახდენდით ამ აქსესუარების რეალიზებას, თავიდან მარიამი ქმნიდა ხელით ამ ყველაფერს და მე ვიყავი მისი დამხმარე, ფეისბუკის გვერდის მმართველი, მე მქონდა მომხმარებლებთან ურთიერთობა და ვცდილობდი ჩვენი  პროდუქცია უფრო მეტად  პოპულარული გამხდარიყო. შემდეგ უკვე მეც დავიწყე ჩემი ხელით ამ ყველაფრის შექმნა და ჩავერთე უშუალოთ ამ საქმიანობაში, ჩვენს გვერდს უკვე ყავს თითქმის 22 ათასი გამომწერი და მომხმარებელი,   ბრენდის დასახელება არის m.j accessorize,რაც ნიშნავს მარიამ ჯიბუტის აქსესუარები.

 

 

 

საიდან გაგიჩნდათ შექმნის იდეა?

შექმნის იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ბავშვობიდან გვეხერხებოდა მსგავსი ხელსაქმის კეთება, ქსოვა, ქარგვა, ბისერებით მუშაობა.  ამ ყველაფერს მივუდექით სერიოზულად და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბრენდი, ვინაიდან  ჩვენ გარშემომყოფებში ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა ჩვენი ნამუშევრები. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა გაჩნდა უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, ესენი არიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები-ბავშვები, მოზრდილები, თინეიჯერები და ხანში შესული ქალბატონებიც კი,  თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბრენდი ანებივრებს მხოლოდ მანდილოსნებს და არ გვაქვს მამაკაცის ხაზი.

გვქონდა შეკვეთები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ქართველ სტარტაპერებს, რომლებსაც სურდათ ქართული ხელნაკეთი ნივთების გაცნობა ევროპელებისთვის, ბევრჯერ შეუძენიათ ჩვენი აქსესუარები, რომლებიც გამგზავრებულან მათთან ერთად STREET MARKET-ებზე.

რა სახის პროდუქციას ქმნით?

ჩვენ მუდმივად  ვმუშაობთ იმაზე რომ ჩვენი პროდუქცია აქტუალური იყოს ყველა სეზონზე და მოვერგოთ ნებისმიერი ასაკის, შესაძლებლობის  და გემოვნების ადამიანს, ამიტომ ვქმნით  მრავალი სახის  პროდუქციას, ზამთარში უმეტესად ვმუშაობთ ნაქსოვ აქსესუარებზე (ჟაკეტი, სვიტრი, ქუდი, კაშნე),  წელს ყველაზე აქტუალური იყოს ბავშვის შლემები, რომელიც ძალიან ლამაზია, კომფორტული, თბილი, რბილი და ანტიალერგიული. ასევე ვქმნით წინდებს (თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ მხრივ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს),საყურეებს, ყელსაბამებს, ბროშებს, ბაფთებს, ჩანთებს … მუდმივად ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ რაიმე ახალი, რომ უფრო და უფრო საინტერესო იყოს ჩვენთან ურთიერთობა.

ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა ამ კუთხით, რითი გამოირჩევით სხვებისგან?

რატომ ჩვენ? იმიტომ რომ ჩვენ გამოვირჩევით საუკეთესო ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასებით, კომფორტული მომსახურებით, ორიგინალური და ძალიან უცხო ხედვით.

როგორია ფასები და სად შეიძლება პროდუქციის შეძენა?

ფასები როგორც უკვე აღვნიშნე, არის ძალიან მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი, არ არსებობს, რომ ჩვენთან მომხმარებელმა ვერ შეძლოს რაიმეს შეძენა სიძვირის გამო და დავტოვოთ გულდაწყვეტილი. მუდმივად გვაქვს ფასდაკლებები და გათამაშებები, სადაც ნებისმიერს ეძლევა შანსი დასაჩუქრდეს ჩვენი აქსესუარებით.

რას გეგმავთ მომავალში?

ვინაიდან  ვართ ძალიან დაკავებულები და ყველაფერი მოითხოვს ძალიან დიდ დროს და ფულად სახსრებს, აქამდე ვერ მოვახერხეთ გაფართოება, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მომავალში ვგევმავთ ძალიან საყვარელი სახელოსნო-მაღაზიის გახსნას.

Please follow and like us: