5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ დარგს აკრიტიკებს, ან არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში წინგადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დარგი კიდევ უნდა წავიდეს წინ.

“ღრმად მწამს, რომ მხოლოდ კერძო სექტორთან თანამშრომობით შესაძლებელია, რომ მთავრობამ დაგეგმოს ეფექტური რეფორმები. სხვანაირად, მხოლოდ ადმინისტრაციული გზით, ის არ მოიტანს, რაც გვინდა მივიღოთ. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, ახალგაზრდობაში მეწარმეობა იყოს წახალისებული. განცდა მაქვს, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობას ლანძღავს. ეს ჩემი აზრით, არის იმის შედეგიც, რომ გარკვეულწილად სწორი ანალიზი არ მომხდარა საზოგადოებაში, რა პრობლემები აქვს სოფლის მეურნეობას და რა პერსპექტივები”,- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, “არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს”.

“საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, როცა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი, მათი უმრავლეობა, როცა მოჰყავთ პროდუქცია, მოიხმარს პირადი მოხმარებისთვის. ბუნებრივია, ასეთ სოფლის მეურნეობას არ აქვს პრესპექტივა. ეს მხოლოდ გააღვივებს იმ პრობლემასთან ბრძოლას, რასაც ჰქვია სიღარიბესთან ბრძოლა. სოფლის მეურნეობის იმ ფილოსოფიას, რომ მოახდინონ ფერმერებმა რელიზაცია პროდუქტის, მიიღონ შემოსავალი და მოიხმარონ, აქ არის წარმატების ფორმულა. საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა აქვს. ვინც ამ

დარგს აკრიტიკებს, არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია, ან უბრალოდ დაკავებულია იაფფასიანი პოლიტიკურიპოპულიზმით. დარწმუნებული ვარ, რომ

ეს არის დარგი, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის განვითარების საკითხებში”,- განაცხადა პრემიერმა.

Please follow and like us: