7 თვის შვილის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. მისი უფლებების დასაცავად ბრალდებულის ოჯახს ადვოკატი არ აუყვანია.

„მას დაენიშნა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი. სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა მოხდა იმის გამო, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია და მუხლი, რომლითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი, ნაფიც მსაჯულთა განხილვას ექვემდებარება, თუმცა, ბუნებრივია, რთულია იმის თქმა, გახდება თუ არა ეს საქმე ნაფიცი მსაჯულების მსჯელობის საგანი.

გარდა ამისა , საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია , ბრალდების წარდგენის შემდეგ უფრო მეტი მეცოდინება საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გავეცნობით პირის ბრალდების შესახებ დადგენილების შინაარს, ამის შემდეგ თვითონაც დააფიქსირებს სათქმელს და ჩვენც დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ ბრალს დღეს საღამოს წარუდგენენ“,- განაცხადა  დაკავებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა.

შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გორის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

Please follow and like us: