2 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
5 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
5 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
5 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
5 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის! – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი სოფელ აღაიანში მომხდარ ტრაგედიას, სადაც შსს-ს ინფორმაციით, 16 წლის დედამ, 7 თვის ჩვილი გაგუდა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნაადრევმა ქორწინებამ. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სკოლებს, შესაბამის უწყებებსა და საზოგადოებას, აქვთ შესაძლებლობა, რეალურად აღიქვას პრობლემის არსი.

“ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და რთულია ამაზე საუბარი. ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ყველას, დამატებითი ყურადღება მივაქციოთ ნაადრევი ქორწინების თემას. ვფიქრობ, ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სკოლებს, შესაბამის უწყებებს, საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური აღქმა, თუ რატომ არის ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ ეს ტრაგედია ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ ეს ასე არ არის!”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

Please follow and like us: