საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და  მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებითაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის დაღმართი)  ქუჩის გავლით იმოძრავებს.

გარდა ამისა, კოტე აფხაზის (ყოფილილესელიძის) ქუჩაზე ამავალიმიკროავტობუსები გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ,ხოლო, წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩა N11-თან დაასრულებენ.

27 მაისიდან რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Please follow and like us: