დღეს საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

პრესსამსახურის ცნობით, ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

Please follow and like us: