22 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
1 კვირის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
1 კვირის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა. ის ამ თანამდებობას 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა.

“აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ინტერესშია, ეს ძალისხმევა ახალმა პრემიერ-მინისტრმა გასწიოს. ვაცხადებ, რომ მე, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი, თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. უკვე შევათანხმე ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან, რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყოს”, — თქვა ტერეზა მეიმ ბრიფინგზე.

მეის თქმით, კონსერვატიული პარტია განახლდება მომდევნო წელს და იქვე აღნიშნა, რომ მისი რწმენით, ბრექსიტი მაინც შედგება:

“კონსენსუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი ორივე მხარე წავა კომპრომისზე… მე ყველაფერი ვცადე, რომ პარლამენტარები დამერწმუნებინა შეთანხმებისთვის მხარი დაეჭირათ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე ეს სამჯერ ვცადე”.

“ჩვენი პოლიტიკა შეიძლება იყოს დაძაბული, მაგრამ იმდენად კარგია ქვეყნისთვის და იმდენად საამაყოა”, — თქვა მეიმ.

სიტყვის წარმოთქმისას მეიმ ცრემლები ვერ შეიკავა და დასძინა: “მე დავტოვე თანამდებობა, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო, როგორც მეორე ქალ პრემიერს, მაგრამ არა უკანასკნელს. ამას უდიდესი მადლიერებით ვამბობ, რომ მემსახურა ქვეყნისთის, რომელიც მიყვარს”.

Please follow and like us: