11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

რთულია შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე მოკლედ საუბარი. ამიტომაც, ეს მცირე მასალა მხოლოდ ინფორმაციულია და მეტი არაფერი.

მეტი ინფორმაციისთვის და საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტის“ შესახებ სხვადასხვა მონაწილეთა, ჟიურის წევრთა და სხვა ცნობილი მნიშვნელოვანი ადამიანების საშუალებით გესაუბროთ დრო და დრო…

თუმცა, მაინც შეგახსენებთ, რომ ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ შშმ პირთა საზოგადოებაში რესოციალიზაციას, მათ დასაქმებას, განათლებას, უფლებების დაცვას და, რა თქმა უნდა, ხელოვნებასა და სპორტში სრულ ჩართულობას ემსახურება, მათი ნიჭიერების პოპულარიზაციასა და ახალი სახეებისა და პროდუქტის შექმნას ისახავს მიზნად, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას.

საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა გასული წლის პრაქტიკა, რადგან საქართველომ, თბილისმა, პირველად უმასპინძლა შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „ივერია – ბრილიანტს“, რომელიც გახდა წინაპირობა იმისა, რომ 2019 წლის 4-5 მაისს, ქუთაისში გაიმართა „ივერია – ბრილიანტი“, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფორმატში!

„ფესტივალის ძირითადი მიზანი და ამოცანა იგივე რჩება – შშმ პირთა რესოციალიზაცია და აინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი განათლების, დასაქმების, უფლებების დაცვისა და, რა თქმა უნდა, ასევე ხელოვნების სფეროებში, ნიჭის აღმოჩენა და შემდეგ მათ რეალიზაციაში ხელშეწყობა. ასევე უცვლელია სლოგანი – ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს! ამ უმნიშვნელოვანესს, ასევე უმნიშვნელოვანესი სლოგანი დაემატა და პირველად, საქართველომ სახელმწიფო დონიდან გააკეთა განაცხადი ევროპასთან მიმართებაში – საქართველო უერთდება 5 მაისი ევროპაში დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპა 2014 წლის 5 მაისიდან ყოველწლიურად, გრანდიოზულად აღნიშნავს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს და ჩვენც შევუერთდით ამ მნიშვნელოვან ინიციატივას! ამისთვის მადლობა ქუთაისის მერიას და, რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტის მრჩეველს, ბატონ სიმონ პეტრიდისს“, – აცხადებს ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი!

როგორც ვიცით, ფესტივალი (პროექტი) ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით, რაც ფესტივალს აძლიერებს და მეტად მნიშვნელოვანს ხდის ეკლესიის ჩართულობას შშმ პირთა ცხოვრებაში.

„უნდა აღინიშნოს, რომ „ივერია – ბრილიანტი“ 2019 განხორციელდა“ ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალის“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და იმერეთის შშმ პირთა რეგიონალური ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ ერთობლივი მუშაობის საფუძველზე, რამაც წარმატება მოუტანა ამ ფესტივალს, რაშიც დიდი წვლილი ყოველთვიურმა გამოცემამ „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შეიტანა. ფესტივალის დამფუძნებელი „განსაკუთრებული ჟურნალი“ და ააიპ „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალია“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „განსაკუთრებული ჟურნალში“ დასაქმებულია შშმ პირი სხვა პროფესიონალი ჟურნალისტები, რომელიც გამოიცემა 2014 წლის 12 ივნისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა კურთხევით“, – აღნიშნა „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილი!

რთული იქნებოდა სპონსორების და პარტნიორების გარეშე ფესტივალის ჩატარება… ამისთვის მადლობა ყველას – წმინდა სერაფიმ საროველის კლინიკას და მის დამფუძნებელს, ქალბატონ სოფო ბაძგარაძეს, სამედიცინო ცენტრ „გორმედს“ და მის დამფუძნებლების, ბატონების გიორგი კაკუშაძეს და გია სვანაძეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახემწიფო უნივერსიტეტს და მის რექტორს, ბატონ როლანდ კოპალიანს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, „ქუთაისის უნივერსიტეტს“; თბილისის „ამერიკული სკოლა“, ბატონ მაქს მეირ შავიტს და მისი მეუღლეს, ქალბატონ ლეა შავიტს – „შინდლერის აკადემიას“ და სკოლა „მერმისის“ გარეშე. ასევე, ქუთაისის რადიოს „ძველი ქალაქის“ გარეშე და სხვა უმნიშვნელოვანეს მედიაპარტნიორებს – „რუსთავი 2“-ს, „ობიექტივს“, „მეგატ ტვ“-ს, ტვ „გურიას“ და ყველას, ვინც კი ამ ფესტივალის გაშუქებასა და რეკლამირებაში მიიღო მონაწილეობა!

მადლობა უკრაინელ პარტნიორებს, ბატონ დიმიტრი შვეცს – ორგანიზაცია „გოოოოპ“-ის ხელმძღვანელს და სრულიად უკრაინის ინვალიდთა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ბატონ ვიტალი დიდენკოს!

„ფასდაუდებელი და უანგარო შრომისთვის მადლობა ჟიურის წევრებს, ქალბატონებს – მაკა ხეცურიანს, მაია კახიძეს, ქეთი ბერძენიშვილს, თეონა ხომალდიშვილს, ლეა შავიტს, ბატონებს – დიმიტრი შვეცს, როლანდ კოპალიანს, მაქს მეირ შავიტს და, რა თქმა უნდა, ჟიურის თავმჯდომარეს, ვანიჩკა პავლიაშვილს“, – განაცხადა იმერეთის შშმ პირთა რეგიონალური ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარემ, მერაბ ქვარიანმა!

ფესტივალის დასასრულს, უკვე თბილისში დაბრუნებული სტუმრების და მასპინძელთა ნაწილი სუმრად მიიღო ლადო კახაძემ, რომელიც შშმ პირთა პრობლემებზე დიდი ხანია მუშაობს ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, ასევე „განსაკუთრებულ ჟურნალში“, იკავებს რედაქტორის პოზიციას, ყოველთვიურ გამოცემაში, რომელშიც 18 შშმ პირია დასაქმებული.

ასე რომ, წარმატებული აღმოჩნდა სამმხრივი მემორანდუმი, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალსა“ და იმერეთის შშმ პირთა რეგიონალური ორგანიზაციის „სრულფასოვანი ცხოვრებისთვის“ შორის გაფორმდა.

მალე, საქართველო კიდევ ერთხელ, 3-6 ოქტომბერს უმასპინძლებს საერთაშორისო ფესტივალს – „ივერია – ბრილიანტს“… ხოლო ზაფხულის ბოლოს ურეკი ახმაურდება შშმ პირთა სპორტული სპარტაკიადითა და ფესტივალით – „ივერია – ბრილიანტით“!

„აქვე შეგახსენებთ, რომ სოციალურ-კულტურულმა პროექტმა-გამოცემამ – „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ პირველმა შეძლო შშმ პირთა ფესტივალის განხორციელება და გამარჯვებულთა უცხოეთში გაგზავნა, ახლაც, ქუთაისში გამარჯვებულთაგან უკრაინელმა პარტნიორებმა ოთხი გამარჯვებული შეარჩიეს, რომლებიც ორ ეტაპად (გრანპრის მფლობელი -18 წელი ლუკა მარგველაშვილი, +18 წელი გრანპრის მფლობელი შაბან მამედოვი და +18 წელი პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანი და +18 წელი მესამე ადგილი მარეხი მურღულია) გაემგზავრებიან უკრაინის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ახორციელებს შშმ პირთა ყველაზე წარმატებული უკრაინული ორგანიზაცია „გოოოოპ“, ხელმძღვანელი დიმიტრი შვეცი. ეს ორგანიზაცია ჩვენი საუკეთესო პარტნიორია და ვამაყობთ მათი საქმეებით. თუმცა, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ჩვენი ორგანიზებითა და შესაძლებლობებით კიდევ ბევრი გაემგზავრება დღესასწაულად ქცეულ ფესტივალ-კონკურსებზე“, – განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მადლობა ყველა მონაწილეს, რადგან მათ შეძლეს ის, რაც ყველას არ შეუძლია!

მადლობა ყველას, ვინც რაიმე, თუნდაც უმცირესი წვლილი შეიტანა „ივერია – ბრილიანტის“ დაორგანიზებაში!

პ.ს. მალე გამოქვეყნდება გამარჯვებულთა და ნომინანტთა სრული სია…

Please follow and like us: