11 წთ წინ
ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები
4 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
4 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
5 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
5 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება. მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.

„წელს დაგეგმილი ღონისძიებები ეძღვნება ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ყველა მოქალაქეს აერთიანებს, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე და სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“, – აცხადებენ 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორები.

აღსანიშნავია კამპანია „მკითხე მოამბე“, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „ფეისბუქ“ გვერდის და მოწვეული სტუმრების საშუალებით ყვება იმ ადამიანებზე, ვისი სახელობის ქუჩებიც თბილისში არსებობს. მათივე ინფორმაციით, წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია 17:10 საათზე, რომელიც ჰიმნის ერთობლივი შესრულებით აღინიშნება. ჰიმნი „თავისუფლება“ საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე, მატარებლებში და ავტობუსებში გაიჟღერებს. 25-26 მაისს განსაკუთრებული ფესტივალი იგეგმება სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის სამ სხვადასხვა ადგილას – მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში.

წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად, 26 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება – უფლისციხეში, ანანურში, გრემში, ზუგდიდსა და მრავალძალში.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით. თბილისსა და რეგიონებში – 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

26 მაისის ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დააგვირგვინებს კონცერტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მერიის ერთობლივი ძალისხმევით იმართება. სცენა პროექტ „რანინას“ ფინალს დაეთმობა.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის ჩართულობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.

26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Please follow and like us: