მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პატრიარქმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს სამშობლოში ჩამოსვლა გაუადვილოს.

„ქართული დიასპორის მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება ქურდობისათვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უარყოფითი მხარეები აღმოიფხვრას. უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა, ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება“, – განაცხადა პატრიარქმა.

Please follow and like us: