რა ცვლილებებიც წარმოადგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, ეს ცვლილებები ადასტურებს, რომ არის სრული ფარსი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა იმართება.

ანა დოლიძის თქმით, ის აპირებს, რომ პარლამენტს საკუთარი კანონპროექტი შესათავაზოს.

„ცვლილებები არის მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური. სასამართლოს თავმჯდომარეები არიან პირდაპირი საცეცები კლანის სასამართლოს სამართავად. ასევე იუსტიციის სკოლა, რომელსაც აკომპლექტებს და შემდეგ იქიდან მოსამართლეებად ნიშნავს კლანი, კვლავაც რჩება კლანის პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ. ამიტომ მე ვაპირებ, რომ ჩემი მოსაზრებები, რომელიც უყურადღებოდ დარჩა ამ ფორმატის ფარგლებში, წავიდეს პირდაპირ პარლამენტში და პარლამენტმა გადაწყვიტოს.

2017 წელს დავაყენე პარლამენტის წინაშე, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები არ უნდა იყვნენ დანიშნული კლანის მიერ. ირაკლი კობახიძემ ეს ნორმა დატოვა ძალაში.  ასევე იუსტიციის სკოლა უნდა იყოს დამოუკიდბელი. საკანონმდებლო პროექტები წავა საქართველოს პარლამენტში, რადგან ამ ფორმატს აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორთქლის გამოშვების და უცხოელების წინაშე პრანჭვის აზრი, სხვა რეალური ხელშესახები შედეგი ამ ფორმატს არ აქვს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლძე იმედოვნებს, რომ „საქართევლოს პარლამენტშიც მოიძებნებიან დებუტატები,რომლებსაც სურთ კლანისგან დაცლილი დამოუკიდებელი სასამართლო“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

Please follow and like us: