ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში“, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მედიას დეკანოზი მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყურადღებას ამახვილებს როგორც მიმდინარე სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკებაზე, ასევე საერთაშორისო და მეგობარი ქვეყნების როლზე. საქართველო პატრიარქი მოუწოდებს მრევლს და სასულიერო პირებს, არ აყვნენ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

„ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში. მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!

მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს“, – აღნიშნულია საქართველო კათოლიკოს პატრიარქის განცხადებაში, რომელიც მედიას დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

Please follow and like us: