საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, დავით გარეჯის საკითხის მოგვარებაში ჩაერთოს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა, მას აქვს კავშირები აზერბაიჯანში და შეუძლია, რომ დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოს.

„გარეჯის საკითხიც და ყველა სხვა საკითხიც ძალიან მალე მოგვარდება ნორმალური ხელისუფლების პირობებში. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ, თავად ჩავერთო მოლაპარაკებებში, რადგან მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირებისმთავრობაა, მზად ვარ, გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი, რადგან ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს. ივანიშვილები მოდიან და აუცილებლად წავლენ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი რჩება. ესენი არიან ძმური, ახლო ერები, ეს არაერთხელ დაამტკიცეს, მათ შორის, უახლეს ისტორიაში. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელმაც 2005 წელს გადაგვარჩინა გაყივნას, სიცივეს, გათიშა თავისი მოსახლეობის 60%-ხე მეტი, რათა საქართველოსთვის მიეცა დენი და სითბო. აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც დაგვეხმარა 2008 წელს. მე მზად ვარ, ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა“, – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.

Please follow and like us: