3 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
4 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
2 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
2 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
2 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში განაცხადა.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნინოს შემოსვლის 1700 წელს. დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს, რომელმაც იტვირთა მოქცევაი ქართლისაი. დიდება უფალს და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ეს ყველაფერი ღვთის წყალობით მოხდა. ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ზეიმობს მთელი საქართველო, დიდი საზეიმო წირვა აღესრულება მთელ საქართველოში.

ბოდბეში, თქვენ იცით, რომ აშენდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. 1700 წელი დასჭირდა იმას, რომ აშენებულიყო ეს ტაძარი. თქვენ იცით, წმინდა ნინომ ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, თანამედროვე საქართველომ ააშენა წმინდა ნინოს ტაძარი. წმინდა ნინო შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს”, – განაცხადა პატრიარქმა.

Please follow and like us: