18 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. როგორც „თბილისი თაიმსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს ეზოში, სპეციალურად ბავშვებისთვის მოწყობილ სივრცეში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და მრზუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა. მათი ინფორმაციით, მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

„ჩვენი უმთავრესი მოვალეობა თქვენზე, ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვაა. სუფთა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება ყველა ადამიანის და მით უმეტეს, თქვენი უფლებაა. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკეთესი გავხადოთ. ვისურვებდი, რომ ბევრი თქვენგანი მომავალ პროფესიას სწორედ გარემოს დაცვის სფეროს დაუკავშირებს და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს მის დაცვასა და სწორად განვითარებაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბავშვებისთვის გამართულ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში და შემეცნებითი სახის გარემოსდაცვით თამაშებში. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა პატარებს გარემოს დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს, ჩაუტარეს მასტერკლასი მცენარეთა დარგვისა და მოვლის წესების შესახებ. ბავშვებმა საკუთარი ხელით მცენარეები ქოთნებში ჩარგეს, რომლებიც ღონისძიების ბოლოს საჩუქრად გადაეცათ.

ღონისძიების პარტნიორი კომპანიები „ბარამბო” და „ზედაზენი” პატარებს საკუთარი პროდუქციით ნაყინითა და ლიმონათებით გაუმასპინძლდნენ.

Please follow and like us: