18 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
18 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
7 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა 42 დღე გრძელდება. იწყება დღეიდან და გრძელდება 12 ივლისამდე, როცა პატრიარქი, საღამოს ლოცავს ამ მომლოცველების ჯგუფს, – ამის შესახებ კუმურდოს და კარის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა ფოკას მამათა მონასტერში განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, სავარაუდოდ, სოფელ საღამომდე გაივლის წმინდა ნინოს გზას, რომელიც მონასტრიდან რამდენიმე საათის სავალზეა.

„წმინდა ნინოს შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა დაიწყება ღია ცის ქვეშ, ფარავნის ტბასთან, სადაც ღამე გაათია წმინდა ნინომ. იმ ადგილზე, დაახლოებით 30 წელია წირვა სრულდება და სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, დაიწყება ლოცვითი მსვლელობა წმინდა ნინოს გზაზე, რომელიც უკვე 1989 წლიდან, ყოველწლიურად ეწყობა და 12 ივლისამდე გრძელდება ეს ლოცვითი მსვლელობა”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, წელს ამ ლოცვით მსვლელობაში, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები მიიღებენ მონაწილეობას.

„დღეს წირვის დასრულების შემდეგ, ყველა ვინც აქ იქნება, ის ჯგუფი, ვინც მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას, დაილოცება და ვინც აქ იქნებიან, შეეძლებათ, რომ თუნდაც ერთი დღე მაინც გაიარონ წმინდა ნინოს გზა. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებიც აპირებენ, რომ მიიღონ მსვლელობაში მონაწილეობა”, – აღნიშნა მღვდელმსახურმა.

Please follow and like us: