2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან  მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა 67 პროცენტია.

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი, 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს, შესაბამისად ზრდა 37 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება.

Please follow and like us: