8 საათის წინ
ეკა დგებუაძე – ტელესკოლა, ონლაინ სწავლება და სხვა მეთოდოლოგია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება
8 საათის წინ
ჯორჯ ვისანი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ოფიციალურ პირებს კორონავირუსის დასამარცხებლად განხორციელებული ზომებისთვის აქებს
9 საათის წინ
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება
9 საათის წინ
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ
11 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ ორი ცენტრის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომართვიანობა მაღალია, ამიტომ იგეგმება ორი მრავალპროფილური ცენტრის შენება – თელავსა და სენაკში.

მისივე თქმით, სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, უსაფუძვლოა.

„ახალი კლინიკების შენების პროცესი დიდი ხანია მიდის. ახლა ჩვენ ველოდებით ჩვენს პარტნიორებს ჩინეთიდან, რამდენადაც მე ვიცი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მათი ვიზიტი და ასევე იგეგმება ორი მრავალპროფილური ცენტრის შენება თელავსა და სენაკში. ეს არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომობის კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, იმდენად, რამდენადაც კახეთში სტაციონალური ცენტრი არ არსებობს და იგივე მდგომარეობაა სამეგრელოშიც, კერძოდ, სენაკში. ამდენად, ეს ორი ცენტრი ბევრად უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის შესაბამისი სერვისების ხელმისაწვსომობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის მონოპროფილური ცენტრი. სტიგმა, რომ ეს რაღაც ტიპის დახურული დაწესებულება იქნება, სადაც ხალხს დაამწყვდევენ, არის უსაფუძვლო. ფაქტია, რომ მოთხოვნილება მაღალია ფსიქიატრიულ სერვისებზე”, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

Please follow and like us: