„ლილო სითის“ მეპატრონის ლაურა ღაჭავას განცხადებით, ობიექტი და პროდუქცია დაზღვეული იყო. მისივე ინფორმაციით, ბაზრობაზე ელექტროსისტემა მოწესრიგებული იყო. თავად ღაჭავა ცეცხლის ელექტროსადენებიდან გაჩენას გამორიცხავს.

„სავაჭრო ობიექტები დაზღვეულია. ასევე, მოვაჭრეებს თავიანთი საქონელი დაზღვეული აქვთ. რაც მთავარია, ხანძარი არ არის ელექტროენერგიიდან გაჩენილი. ელექტროგადამცემი ხაზები ობიექტზე მოწესრიგებულია და საღამოს ყველაფერი ქრება. ამიტომ საინტერესოა, საიდან გაჩნდა ცეცხლი.

ითქვა, რომ 50-მდე მაღაზიაა დამწვარი. ჯერჯერობით არ მიშვებენ შიგნით. რაც ვნახე, არ არის დიდი და საგანგაშო დამწვრობა. სახანძრომ გადაარჩინა პროდუქციის უმეტესი ნაწილი,“ – განაცხადა ლაურა ღაჭავამ

Please follow and like us: