რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემსა და ყველა იუდეველს შავუოთის-თორის მიღების დღესასწაულს ულოცავს.

„სინას მთაზე თორის მიღება ებრაელი ხალხის ეგვიპტის მონობიდან საბოლოო განთავისუფლების სიმბოლოა, რომელმაც მათ მორალისა და სამართლიანობის მცნებები მისცა.

რელიგიის სააგენტო გილოცავთ შავუოთს, რომელიც წლიდან წლამდე შეახსენებს ებრაელ ხალხს სინას მთაზე მომხდარ სასწაულს“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: