1 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
4 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
4 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
4 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
4 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული.

საქსტატის მიერ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა სახელდება.

ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის I კვარტალში 75.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება, 2019 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორ ქვეყნებს , პირველ ადგილზეა ირლანდია ინვესტიციების საერთო მოცულობაში 47.4 პროცენტიანი წილით, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 15.1 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ – 8.0 პროცენტით.

Please follow and like us: