2 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
2 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
2 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
2 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
2 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

თბილისის ისტორიის მუზეუმში საულიუს პაუკშტისის ფოტოგამოფენა გაიხსნება სახელწოდებით – „ვილნიუსის სცენები – ვან დაიკის ყავისფერი პრინტები“.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობით ტარდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები, რომლებიც ასახავენ ვილნიუსის შენობებსა და კომპოზიციებს შუა საუკუნეებიდან, დაბეჭდილია ვან დაიკის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაპატენტდა.

ხელნაკეთი ქაღალდი იფარება ვერცხლის ნიტრატის შემცველი ემულსიით, რომელიც შემდგომ თავსდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ. ეს ტექნოლოგია მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების პროპორციებისა და ქაღალდის ხარისხის მიმართ. ამ კომპლექსური პროცესის დამსახურებით, თითოეული პრინტი უნიკალურია და ქაღალდის ტექსტურა მათ თითქოს გრაფიკული ნამუშევრების იერსახეს აძლევს.

გამოფენა გაიხსნება 12 ივნისს,18:00 საათზე და გაგრძელდება 18 ივნისამდე. გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.

Please follow and like us: