თბილისში 22 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გარკვეული ბიოროკრატიული პრობლემების გამო, ოჯახები ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას.

„დაწყებული გვაქვს ბინების დარეგისტრირების პროექტი. საკმაოდ ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ პროგრამით, რომლის განხორციელება დავიწყეთ გასულ წელს. დიღმის მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსში მცხვრებ 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ეს ადამიანები აქ წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული ბიოროკრატიული პრობლემების გამო, ვერ ახერხებდნენ ფართების დაკანონებას. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ასევე, მელანიის მე-5 შესახვევის 20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს გადაეცა ერთ ლარად საცხოვრებელი ფართი. ამ პროგრამას ჩვენ ვაგრძელებთ და ყველას, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, წლების განმავლობაში ცხოვრობს და ვერ ახერხებს დარეგისტრირებას, უნდა მიმართონ გამგეობებს, გამგეობა აკეთებს შუამდგომლობას მერიასთან და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: