15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ჩაფიძის გულის ცენტრში, უფასო კვლევები ჩაუტარდებათ.  აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაუტარებენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან, დიღომში, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1-ში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

Please follow and like us: