საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ნაკრებს, ჩინეთში გართულ ასპარეზობაში ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მიულოცა.

„ესენი არიან ძალიან ახალგაზრდები, მათ შორის ერთი 9 წლისაცაა. ესენი არიან ჩვენი მომავალი და ამ გამარჯვებით ჩვენ ძალიან ამაყები ვართ”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, მეორე ევროპული თამაშების მონაწილე ქართველი სპორტსმენების მინსკში გაცილებისას.

პრეზიდენტმა სპორტსმენები დღეს საკუთარ სასახლეში მიიღო.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Please follow and like us: