აზერბაიჯანული გაზი „შაჰ-დენიზი 2“-ის საბადოდან, საქართველოსა და თურქეთზე გამავალი მილსადენით პირველად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, საბერძნეთის საზღვართან მივიდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) იუწყება.

„გაზი, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარზე „შაჰ-დენიზიდან“ 2018 წლის 23 იანვარს მივიდა, აზერბაიჯანისთვის ისტორიულ -ეროვნული ხსნის დღეს უკვე ევროპულ საზღვარზეა“, – წერია SOCAR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში გაზის მიწოდება სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით მოხდება, რომლის შემადგენელი ნაწილია აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი სამხრეთკავკასიური მილსადენი, თურქეთში მდებარე ტრანსანატოლიური მილსადენი და საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში მშენებარე ტრანსადრიატიკული მილსადენი.

Please follow and like us: