საქართველო ყალიბდება როგორც რეგიონული საკონფერენციო ცენტრი, რეგიონული საკონფერენციო ჰაბი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის რუსულენოვან გამოსვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ღონისძიება პერიოდულად ტარდება.

„სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანება და მათ შორის საპარლამენტო ასამბლეაც ირჩევს საქართველოს ასეთი ღონისძიებების ჩატარების ადგილად, ეს არის რეალობა”, -განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან” სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

Please follow and like us: