4 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
4 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
4 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
4 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება
4 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – “ნაცმოძრაობის” წევრებმა ჩვენს დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს – როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების მოთმინების ფიალა აავსო და მეც ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტელეარხზე CNN სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება.

საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს.   საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს არხის გადამღები ჯგუფი ეწვევა  და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN  თემატურ კვირეულს მიუძღვნის.

CNN -ის მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ  ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.

საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ CNN Travel-ზე  თემატური გვერდი მომზადდება.

ვებ-გვერდებზე: CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო  ბანერები. CNN-ის სოციალურ მედია პლათფორმაზე Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ მომზადებული 2 რეპორტაჟი სათაურით Take Me There

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო  მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშულებაში CNN.  ჩვენ მოხარულები ვართ, რომ  წლის ბოლომდე გაგრძელდება კამპანია, რომელიც საქართველოს ცნობადობას გაზრდის.   ჩვენ ჩამოვიყვანთ CNN-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც მოამზადებს 5 რეპორტაჟს საქართველოს შესახებ. ზოგადად ეს კამპანია მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე სოციალურ ქსელებს-“, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

Please follow and like us: