გერმანული სტარტაპი Kaffeeform ეკოლოგიურად სუფთა ყავის ჭიქებს ყავის ნალექისგანამზადებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი INSIDER-თან ინტერვიუში ამბობს, თავდაპირველად, უბრალოდ აინტერესებდა, სად მიჰქონდათ ყავის ნალექი. როცა აღმოაჩინა, რომ პროდუქტს არავინ ამუშავებდა და მეორედი დანიშნულებით არ იყენებდნენ, ამ სტარტაპის იდეა გაუჩნდა.
„ამ ტექნოლოგიი დამზადებული ყავის ჭიქები და აქსესუარები კონკურენციას უწევს გადამუშავებული ქაღალდის, პლასტმასასა და ე.წ. პენოპლასტისგან დამზადებულ ჭურჭელს“.
ყავის მარცვლები Kaffeeform-ის კურიერებს, სპეციალურად მოწყობილ საწარმოში მიაქვთ. შემდეგ, სპეციალისტები ასუფთავებენ და ამუშავებენ. ამისთვის კი სხვადასხვა ტექნოლოგიას, ტემპერატურასა და წნევას იყენებენ.
6 ჭიქა ესპრესოს ნალექისგან 1 ყავის ჭიქა და ლამბაქი მზადდება. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მიღებული პროდუქტი სრულად ბიოდეგრადირებადია.
Insider-ის ინფორმაციით, Kaffeeform-ის ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ბერლინის 20 და ევროპის 150-მდე ყავის მაღაზიაში იყენებენ.
წყარო: marketer.ge