ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ტექნოპარკში სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, შოუ რუმები, საოფისე, საერთო – სამუშაო და რეკრეაციულ სივრცეები განთავსდება. ასევე, იქნება საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები. მშენებლობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება.

„გურჯაანში რეგიონალური ინოვაციების ცენტრის მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ხელშეწყობა და მეტი რესურსი, საკუთარი იდეები აქციონ ბიზნეს პროექტებად, ჰქონდეთ შესაბამისი ექსპერიმენტული გარემო და სივრცე, სადაც შეძლებენ როგორც სამუშაო შეხვედრების გამართვას, ისე მიიღებენ შესაბამის ცოდნას. ტექნოპარკი, გახსნის დღიდან, უმასპინძლებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით” – გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში დავით სონღულაშვილი.

ტექნოპარკის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, სამუშაოებს კი „ელჯორჯია“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია.

 

Please follow and like us: