18 ადამიანი, რომლებმაც დაზიანებები საპროტესტო აქციაზე მიიღეს, ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურმა განუცხადა, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ფეხის არეში უტარდება.

Please follow and like us: