ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი, ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს.

როგორც „მოამბის“ ოპერატორი ყვება, პოლიცია ერთ-ერთ სადარბაზოსთან აქციის მონაწილეების ნაწილს აკავებდა, რასაც მუხიგულაშვილი იღებდა.

„პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ მას სცემა და მოგვიანებით კი დააკავა“,- ამბობს საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა.

ამასთან, ოპერატორს კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს.

ჟურნალისტი ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიიყვანეს. ამ წუთებში კი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ.

Please follow and like us: