ოპოზიცია დღეს, 19:00 საათზე კვლავ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
ვაშაძის თქმით, აქცია პარლამენტთან გაიმართება.
„19:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან აუცილებლად იმიტომ, რომ განახლდება აქცია და იმიტომ, რომ აქ უკვე აღარც პოლიტიკური პარტიაა მნიშვნელოვანი და აღარც პოლიტიკოსები. ეს არის მოქალაქის დაპირისპირება ე.წ. ხელისუფლებასთან, რომელიც რეჟიმად გაფორმდა. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს კონსტიტუციური უფლებები, არაერთგზის გაუყალბეს არჩევნები და ახლა ვიღაც ნაძირალა გავრილოვს გადააყოლეს სამოქალაქო სიმშვიდე და გადააყოლეს ადამიანის უფლებები“,- განაცხადა ვაშაძემ.