საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე იზარალებენ (47 600 000-ზე მეტი დოლარი). ამის შესახებ გამოცემა რუსული „კომერსანტი“ წერს.
ამავე ინფორმაციით, კრემლის მიერ დაწესებული შეზღუდვები 155 ათას რუს ტურისტს შეეხება, რომლებსაც ავიაკომპანიებმა გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნონ. პუტინის განკარგულებით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ.
საქართველო – რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურს 2 დღის განმავლობაში, 700-მა მოქალაქემ მიმართა.
შეგახსენებთ,რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.