მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. პირველ ათეულში ცვლილება არ მომხდარა, სამაგიეროდ, ერთი საფეხურით მაღლა ასვლა მოახერხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

თუმცა, ეს ქართველი ჩოგბურთელის დამსახურება ნაკლებადაა. გასულ კვირას, ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე ითამაშა და პირველ წრეში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან.

ქართველის წინსვლა განაპირობა იმან, რომ მარინ ჩილიჩმა სამი საფეხური დაკარგა და მე-18 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. შესაბამისად, ბასილაშვილი მე-17 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადავიდა. ეს მისი კარიერის რეკორდის გამეორებაა.

Please follow and like us: