19 საათის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
20 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
20 საათის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
20 საათის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები
20 საათის წინ
კელი დეგნანი – როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებული 19 ადამიანი მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს, მათ შორის ორი სამართალდამცველი და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილია.

ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ორივე მათგანი რეგიონულ ჰოსპიტალში ინტენსიური დაკვირვების პალატაში მკურნალობს და მართვით სუნთქვაზეა.

მედიკოსთა თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა და დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მედიკოსთა განცხადებით, მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა.

რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თვალი დაუზიანდა. მას ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმები ამბობენ, ამ დროისთვის პაციენტი სინათლეს აღიქვამს, თუმცა წინასწარ ვერ ამბობენ, რამდენი პროცენტით აღუდგება მას მხედველობა.

Please follow and like us: